გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

საქართველო, თბილისი - 20:47 | 15.09.2020
ნანახია: 127

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ დღევანდელი წინასასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს.

„მოსამართლემ შესვენების შემდეგ განუმარტა ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა არჩევის უფლების შესახებ, რომელსაც გაგზავნის პენიტენციურ სისტემაში. ჩამოყალიბდებიან ბრალდებულები და შემდეგ გაგაცნობთ პოზიციას“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთი პირია ბრალდებული, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე