ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას "დაავალე მიშას" იწყებს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 15.09.2020
ნანახია: 182

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას "დაავალე მიშას" იწყებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა.

"ეს გულისმობს შემდეგს ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებას ხელისუფლების შემდეგ ნაციონალური მოძრაობისგან რა მოლოდინი აქვს, რა მოლოდინი აქვს ჩვენი პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები შემოივლიან ყველა სოფელს, რაიონს, შეხვდებიან თითოეულ ამომრჩეველს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას.

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სწორედ ეს თქვენი რჩევები იქნება მთავარი გზამკვლევი. ეს დავალებები გადაეცემა მიხეილ სააკაშვილს და ის თავად მოგახსენებთ გადაჭრის გზებზე. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქარველო, ძლიერი ოჯახებით. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია თქვენი ჩართულობა პროცესში", - აღნიშნა უდუმაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე