აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 826 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 15.09.2020
ნანახია: 514

შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ  33 826 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 418 პაციენტი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ერთი დღით ადრე ინფიცირების 34 450 შემთხვევა გამოვლინდა, 378 შემთხვევა კი ლეტალური გამოსავლით დამთავრდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსის 6,5 მლნ შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 194 536 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2, 4 მილინზე მეტი პაციენტი.

მსოფლიოში კორონავირუსის 29 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 928 ათასზე მეტი ინფიცირებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19,8 მილიონს აჭარებებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე