გამარჯობა, მე ნავალნი ვარ - რუსმა ოპოზიციონერმა კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 15.09.2020
ნანახია: 868

რუსმა ოპოზიციონერმა  ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ბერლინში Charite-ს კლინიკაში მკურნალობს, სოციალურ ქსელში კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

 „გამარჯობა, მე ნავალნი ვარ. მენატრებით. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე თვითონ ვსუნთქავდი, მხოლოდ ჩემით. ყოველგავრი გარეშე დახმარების გარეშე. ყელში უბრალო ვენტილაციაც არ გამომიყენებია. ძალიან მომეწონა. საოცარი, ბევრისთვის შეუფასებელი პროსეცია, გირჩევთ“, - დაწერა მან Instagram-ზე.

ალექსეი ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს, ტომსკიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენის დროს, გახდა. თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება ომსკის აეროპორტში მოახდინა. ოპოზიციონერი კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 22 აგვისტოს იგი გერმანიაში, ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

2 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილია ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკი", რომელიც პირველად სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის დროს გახდა ცნობილი, 2018 წლის მარტში.
რუსეთის ხელისუფლება მტკიცედ უარყოფს ნავალნის მოწამვლასთან რაიმე სახის კავშირს.

ნერვული აგენტი "ნოვიჩიკი" თავდაპირველად საბჭოთა ლაბორატორიებში შეიქმნა, მოგვიანებით იგი განავითარეს რუსმა მეცნიერებმა. საწამლავი ანადგურებს ადამიანის ნერვულ სისტემას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე