ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირსაც პირველ წრეში გამოეთიშა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 15.09.2020
ნანახია: 168

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სეზონის განახლების შემდეგ ბოლო სამ თვეში მეექვსე თამაში ჩაატარა და მეექვსედ წააგო. მსოფლიოს რეიტინგში 32-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ცინცინატის „მასტერსის“, ამერიკის ღია პირველობისა და კიცბიუელის ტურნირის მსგავსად, რომის „მასტერსსაც“ პირველივე წრიდან გამოეთიშა. ამ შეჯიბრებებამდე კი იყო ივლისის გერმანული საგამოფენო ტურნირი, ორი წაგებული მატჩით.

რომში ბასილაშვილი გუშინ მსოფლიოს 47-ე ჩოგანს - იტალიელ ლორენცო სონეგოს -დაუპირისპირდა და კარგადაც დაიწყო - ოთხი გეიმის შემდეგ ორქულიანი უპირატესობით დაწინაურდა - 3:1. ამ მომენტიდან თამაშის ბოლომდე 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო მეტოქის თერთმეტი ქულის საპასუხოდ და საათსა და ოც წუთში დამარცხდა - 3:6 1:6.

ივლისის შემდეგ ბასილაშვილი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა, 4:6, 1:6), ავსტრალიელ ჯონ მილმანთან (1:6, 4:6, 4:6), არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან (5:7, 3:6) და ახლა, უკვე სონეგოსთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე