შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 14.09.2020
ნანახია: 129

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი ისევ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმებასა და გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საუბარია 5 000 და 10 000-ლარიან გირაოზე.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

11-ვე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სხეულის მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე