საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 15.08.2020
ნანახია: 601

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1321-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1321 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1088 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -261.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე