ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 21:54 | 14.08.2020
ნანახია: 916

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს ბელარუსს სანქციები დაუწესონ. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა Twitter-ზე დაწერა.

ევროკავშირი შეადგენს იმ პირთა სიას,  რომლებსაც ინდივიდუალური შეზღუდვები დაუწესდებათ.

არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხება მათ, ვისაც რეპრესიებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება.

სიის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.

ბელარუსში მეხუთე დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკოს  წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,09 პორცენტი დააგროვა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდგემ კი - 10,0%.

აქციების მონაწილეებს ძალოვანები სასტიკად უსწორდებიან. მომიტინგეთა წინააღმდეგ სამართლადამცველები იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და მანათობელ ყუმბარებს.

დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი პირი დაშავდა. დაკავებულია 7 ათასამდე მოქალაქე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე