ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა შემოწმდეს - ჰაიკო მაასი

საქართველო, თბილისი - 21:05 | 14.08.2020
ნანახია: 966

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა შემოწმდეს. აგრეთვე უნდა დაწესდეს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ.

 „ჩვენ, როგორც ევროკავშირს, გვსურს ზეწოლის გაძლიერება ბელარუსზე. არჩევნების შედეგები უნდა შემოწმდეს და ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში, უნდა დაექვემდებარონ სანქციებს“, - დაწერა მინისტრმა  Twitter-ზე.

ევროკაშირის საგარეო სამქმეთა მინისტრები დღეს საგანგებო სხდომაზე იკრიბებიან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელებენ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებსა და შესაძლო ზომებზე იმ პირების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობაში.

ბელარუსში მეხუთე დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკოს  წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,09 პორცენტი დააგროვა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდგემ კი - 10,0%.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი პირი დაშავდა. დაკავებულია 7 ათასამდე მოქალაქე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე