სავალდებულო კარანტინის დღეების რაოდენობა 14-დან 12-მდე შემცირდა

საქართველო, თბილისი - 20:33 | 14.08.2020
ნანახია: 644

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინის დღეების რაოდენობა 14-დან 12-მდე შემცირდა.

დადგენილების მიხედვით, მოქალაქეებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები კი ვალდებულები არიან საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

რაც შეეხება საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ის ვალდებულია საქართველოში შემოსვლისას, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე