მინსკში დემონსტრანტებმა „ცოცხალი ჯაჭვის“ აქცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 13:44 | 13.08.2020
ნანახია: 801

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. გასული სამი ღამის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შედეგად საავადმყოფოებში 200-ზე მეტი ადამიანი მოხვდა, 7 ათასამდე პირი კი დაკავებულია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელზეც ცესკოს წინასარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,08 პროცენტი დააგროვა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი - 10,9 %.

გავრცელებულო ცნობით, აქციებზე დაიღუპა ერთი ადამიანი.

უფლებადამცველთა ინფორმაციით, მხოლოდ მინსკში, 1000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ბელარუსის დედაქალაქში მობილიზებულია ძალოვანი ქვედანაყოფებები. ასევე გადასროლილია ჯავშანმანქანები და ბარიკადების დასაშლელი ტექნიკა.

გუშინ რამდენიმე ქალაქში „ცოცხლი ჯაჭვის“ აქცია გაიმართა. ქუჩებში ასობით ქალი ყვავილებით გამოვიდა და ცოცხალი ჯაჭვი შეკრა. მათ ყვავილები მიიტანეს იმ ადგილას, სადაც მილიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე