კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 ლენჯერს უკავშირდება, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემოტანილი

საქართველო, თბილისი - 11:45 | 13.08.2020
ნანახია: 435

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ ორი შემოტანილია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაგვემატა, იყო 1278 და ახლა არის 1283. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მტყოფი პირია, ორი შემოტანილია, აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილიდ მძღოლი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი ათით გაიზარდა და 1068-ს მიაღწია.

ამრიგად, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, დღეს კოვიდცენტრებში სულ 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულის, თუმცა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე