რუსეთი აგრძელებს საქართველოს მცოცავ ანექსიას და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას - ლინკევიჩუსი

საქართველო, თბილისი - 13:14 | 07.08.2020
ნანახია: 670

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

ლინას ლინკევიჩუსის თქმით, რუსეთი ისევ აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

"12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს გაკვეთილად ვერ იქცა, რასაც მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე