200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 19:35 | 06.08.2020
ნანახია: 2262

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება, ხოლო თუ მშობელი რეგისტრაციას არ გაივლის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უარს აცხადებს დახმარების მიღებაზე.

"ჩვენ ვმუშაობთ იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა.

მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები - ბავშვის და მშობლის მონაცემები, მშობლის ანგარიშის ნომერი, ასევე, ვინ არის მეურვე ბავშვის, იმისთვის, რომ თანხა დავხარჯოთ მიზნობრივად და მივიდეს იმ მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 17 წლის ჩათვლის ასაკის ბავშვებს 200 ლარი დაერიცხებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე