ბეირუთში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 21:00 | 05.08.2020
ნანახია: 873

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ჰამად ჰასანის განცხადებით, დაშავებულია 5 ათასი პირი, ათობით ადამიანი კი დაკარგულია.

ბეირუთის გუბერნატორის მარვინ აბუდის თქმით, ქალაქისთვის მიყენებული ზიანი 3-5 მლრდ დოლარს შეადგენს.

ჰამად ჰასანმა ბეირუთში შექმნილ მდგომარეობას კატასტროფა უწოდა. როგორც მან აღნიშნა, აფეთქებამ მთლიანად დაანგრია ოთხი საავადმყოფო, პაციენტები სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებულთა დიდი რაოდენობა სამედიცინო დახმარებას მედიკამენტების დეფიციტის გამო ვერ იღებს.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. 

ჯერ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ნივთიერების აფეთქება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე