ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

საქართველო, თბილისი - 21:52 | 04.08.2020
ნანახია: 426

პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი საბურთალოს საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ ელისაშვილმა პარტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის რომ ქვეყანა წინ წავიდეს და საქართველოს მოქალაქეებმა ღირსეულად იცხოვრონ, აუცილებელია, რომ პოლიტიკაში იყვნენ წესიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები.

ამ დროის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს საბურთალოს ოლქში მეტოქეობას დავით სერგეენკო "ქართული ოცნებიდან" და თაკო ჩარკვიანი გაუწევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე