ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 21:34 | 04.08.2020
ნანახია: 1084

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დაზიანდა სახლები, ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულია სულ მცირე ათი ადამიანი. დაშავებულია ასობით პირი.

ლიბანის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა.

ბეირუთის გუბერნატორ მარვან აბუდის  თქმით, მომხდარი ჰიროსიმასა და ნაგასაკის მოვლენებს გავდა. მისი მიმართვა ლიბანის ტელეარხების ეთერით გადაიცემოდა.

მისივე თქმით, კავშირი დაიკარგა სახანძრო ბრიგადასთან.
„ჩვენ გვაცნობეს, რომ პორტში ხანძარია და მისკენ ათკაციანი სახანძრო ბრიგადა გაემართა. მათი მისვლის შემდეგ გაისმა აფეთქების ხმა და ისინი გაქრნენ“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ბეირუთის დიდი ნაწილი.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით ლიბანის პრემიერ მინისტრმა  5 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაშიც გაიგონეს. ნიქოზია ბეირუთიდან 250 კილომეტრში მდებარეობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე