შსს ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩასართავად მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 20:18 | 04.08.2020
ნანახია: 603

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს - ამის შესახებ უწყებამ მედიასგანუცხადა.

მათივე ცნობით, ოჯახს შეხვედრა შესთავაზეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას ეხებოდა. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა", - ამბობენ სამინისტროში.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე