არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ, წერტილი უნდა დავუსვათ უბედურებას - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:01 | 04.08.2020
ნანახია: 689

განსხვავებით პროვინციელი პოლიტიკოსებისგან, ჩემთვის ქვეყანა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება, - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, საქართველო აღარაა მსოფლიო რადარზე.

"საქართველო, როგორც ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. ივანიშვილს სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა მსოფლიო რადარებიდან, სააკაშვილი რადარიდან არის გამქრალიო, მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიოს ყველა რადარზე, ხოლო საქართველო აღარაა მსოფლიო რადარზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება.. ველოდებით არჩევნებისთვის, ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ, წერტილი უნდა დავუსვათ უბედურებას და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა მშენებლობა", - თქვა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე