აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 04.08.2020
ნანახია: 601

შეერთებულ შტატებში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 45 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აშშ-ში გამოვლინდა 45 368 ახალი შემთხვევა და დაფიქსირდა 540 ლეტალური გამოსავალი.

აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში გამოვლენილია კორონავირუსის 4 717 716 დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 155 ათასი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1, 5 მილიონზე მეტი ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე