ამერიკის საელჩოს წინ შიმშილობას დავიწყებ. ჩემი უმანკო კრავი ყველანაირ ლაფში ამოსვარეს - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 04.08.2020
ნანახია: 945

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი ელჩთან შეხვედრას და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ.

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ და აქციაში მონაწილეობა მიიღონ, რათა, მისი თქმით, მსოფლიომ მისი შვილის საქმის შესახებ გაიგოს.

"ჩემი მოთხოვნაა პირველ რიგში საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და ჰყავს შვილები. მინდა გულთან ახლოს მიიტანოს დედის ტკივილი, რომელსაც შვილი უმოწყალოდ, წვალებით, ტანჯვით, დაკრუნჩხული თითებით აწამეს და ისე მოკლეს. ვთხოვ კელი დგენანს, ვემუდარები, გულთან ახლოს მიიტანეთ. ამერიკის მთავრობას ვთხოვ. აქ ვერ მივაღწიე მთავრობას სამართალს 18 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის მოკვლის თაობაზე მოვითხოვ ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. თუ არ მოხდება FBI-ს ჩართულობა, ამერიკის საელჩოს წინ შიმშილობას დავიწყებ. ჩემი უმანკო კრავი ყველანაირ ლაფში ამოსვარეს, ნარკომანობასაც კი აბრალებენ. სიკვდილი არ აკმარეს და ათასნაირ ცილს სწამებენ", - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე