საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 11:12 | 04.08.2020 ნანახია: 1236
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ნუშის ან ზეთისხილის ბაღის გაშენებისთვის ფერმერებს ახალ აგროპროექტს სთავაზობს, რაც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით აგროსესხის გაცემას ითვალისწინებს. შეთავაზება გულისხმობს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის „კონსულტანტის“ შრომის ანაზღაურებას. აგროსესხი 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენება / მოვლისთვის საჭირო საბრუნავი სახსრების სრულად დაფინანსებასაც მოიცავს.
აგროშეთავაზების ფარგლებში სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა. აგროპროექტის უპირატესობას წარმოადგენს ბანკის ჩართულობა, რათა ფერმერმა წინასწარ მოიპოვოს კონტრაქტი ადგილობრივ და საერთაშორისო შემსყიდველებთან. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართვის შემთხვევაში შეთავაზებაზე ვრცელდება „დანერგე მომავალისა“ და „იაფი აგროკრედიტის“ საშეღავათო და საგრანტო პირობები.
აგროპროექტი Bar Lev Group-თან პარტნიორობით ხორციელდება. Bar Lev Group წარმოადგენს ესპანურ სანერგე კომპანია Agromillora-სა და ბაღების მენეჯმენტის კომპანია Todoviloს, ასევე ებრაული სარწყავი სისტემების მწარმოებელ კომპანია Netafim-ს.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის ახალი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ წავახალისოთ აგრობიზნესები და ამ მიზნით მათ ამჯერად ნუში/ზეთისხილის ბაღის გაშენება/მოვლისთვის სპეციალურ პირობებს ვთავაზობთ. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის სრულად ფარავს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე მთლიანად აფინანსებს 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენებისა და მოვლისთვის საჭირო სახსრებს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს აგრომიმართულების მხარდაჭერას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















