საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
საქართველო, თბილისი - 15:10 | 11.01.2016 ნანახია: 1931
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფუნქციაც იქნებაუწყების საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინურიპასუხისმგებლობის საკითხთა განხილვა. კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო ასევე განიხილავს პროფესიულ განვითარებასა და კარიერისმართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც. საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი, ხოლო მის შემადგენლობაში შევლენმთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრი, ქ. თბილისის პროკურორი და საქართველოსმთავარი პროკურატურის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები: გენერალური ინსპექციის უფროსი, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარებისდეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანური რესურსების მართვისა დაგანვითარების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი,სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ადამიანის უფლებათა დაცვისსამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალედწარმართვა და უწყებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიალური წესით განხილვა, რის რეკომენდაციასაცსაქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში წლების განმავლობაში იძლეოდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად,ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მომავალში პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური პასუხისმგებლობისადა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდება არა ერთპიროვნულად, მთავარი პროკურორის მიერ, არამედ კოლეგიალურ ფორმატში,საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს მთავარ პროკურორს მითითებული საკითხებისგადაწყვეტასთან დაკავშირებით.
ამასთან, აქტიურად გრძელდება მუშაობა პროკურატურის მუშაკთა საქმიანობის შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიცმოიცავს პროკურორის პროფესიული საქმიანობის და აქტივობის კომპონენტების ერთობლივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება პროკურორისადა გამომძიებლის ინდივიდუალური განვითარებისათვის აუცილებელი აქტივობები, განისაზღვრება დისციპლინური წახალისება და კარიერულიზრდა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















