ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება

საქართველო, თბილისი - 13:18 | 03.08.2020
ნანახია: 689

ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

"ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად", - თქვა უგულავამ და აღნიშნა, რომ "ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და მომავალი"

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, შესახებ "ევროპული საქართველოს" სამი მთავარი დაპირება კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაციაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე