Huawei-მ გაყიდვებში Samsung-სა და Apple-ს გაუსწრო

საქართველო, თბილისი - 12:47 | 31.07.2020
ნანახია: 1124

ჩინური კომპანია Huawei სმარტფონების გაყიდვებში ლიდერი პირველად გახდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველ ადგილს მხოლოდ Apple და Samsung-ი იკავებდნენ. თუმცა 2020 წელს მდგომარეობა შეიცვალა. 

2020 წლის მეორე კვარტალში Huawei-მ ბაზარზე 55,8 მლნ ტელეფონი გამოიტანა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზეა Samsung-ი - 53,7 მლნ სმარტფონით. მან 2020 წლის მეორე კვარტალში 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ბაზარს 30%-ით ნაკლები სმარტფონი მიაწოდა. 

სანქციების გამო Huawei-ს გაყიდვები საზღვარგარეთის ბაზრებზე იკლებს, სამაგიეროდ იზრდება შიდა ბაზარზე. მან 2020 წლის მეორე კვარტალში შიდა ბაზარზე მიწოდება 8%-ით გაზარდა და დღეისათვის ჩინეთის სმარტფონების ბზარის 70%-ს სწორედ, რომ Huawei აკონტროლებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე