ივანიშვილი-ღარიბაშვილის დაპირისპირების მიზეზი „გაზპრომი“ გახდა

საქართველო, თბილისი - 14:41 | 11.01.2016
ნანახია: 9108

ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის უთანხმოება საქართევლოში „გაზპრომის“ შემოყვანის საკითხი გახდა, -  ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმნიუსჯორჯიას“  ივანიშვილის გარემოცვიდან  მიაწოდეს. ინფორმაციის მიხედვით, დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

როგორც წყარო ჰყვება, ”„გაზპრომის“ შემოყვანის დავალება ივანიშვილისგან, პირველად ღარიბაშვილმა მიიღო, რაზეც მას ივანიშვილისთვის უთქვამს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი  იქნებოდა, განსაკუთრებით  ევროკავშირთან მიმდინარე  მოლაპარაკების ფონზე. ამის შემდეგ კი ეს საკითხი ივანიშვილმა კალაძეს ჩააბარა, ფორმალური თვალსაზრისით, როგორც ენერეგტიკის მინისტრს. რეალურად კი  ეს ყოფილა პირობა კალაძის  გაპრემიერებისთვის. სწორედ ამიტომ, წყაროს ცნობით,  კალაძე პრემიერობას  ელოდებოდა”, - უყვება წყარო „პრაიმნიუსჯორჯიას“.  

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება ღარიბაშვილს, მისი გაშვების დრო დამოკიდებული იყო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რადგან მანამდე პროცესების ღიად, პრორუსული სცენარით განვითარება საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევდა  და, წყაროს ცნობით,  ივანიშვილმა  ეს ვერ გარისკა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე