ექიმი, რომელმაც სანადირო თოფით ძაღლი მოკლა, დააკავეს

საქართველო, თბილისი - 22:30 | 17.07.2020
ნანახია: 751

გორში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ექიმმა სანადირო თოფით ძაღლი მოკლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მძინარე ძაღლს მიბჯენით ესროლა.

პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, პოლიციამ დააკავა. მანამდე მას ფიზიკურად მეზობლები გაუსწორდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე