თბილისში, ძაღლი 67 წლის ქალს თავს დაესხა - პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველო, თბილისი - 19:21 | 17.07.2020
ნანახია: 1445

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, 67 წლის ქალს პიტბულის ჯიშის მეზობლის ძაღლმა მძიმე დაზიანებები მიაყენა. იტყობინება "რუსთავი2".

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

"კურიერის" მიერ მოპოვებული კადრებიდან ირკვევა, რომ შემთხვევისას ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთი განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, 67 წლის ქალის დახმარებას. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასროლის ხმაზე ძაღლს რეაქცია არ მოჰყვა, მამაკაცმა ძაღლს ესროლა.

პაციენტს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 67 წლის ქალს ძაღლის კბენის შედეგად მიყენებული ჭრილობები თავისა და სახის მიდამოზე აქვს, ასევე ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე