ხელვაჩაურში სასმელი წყლით 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 18:13 | 17.07.2020
ნანახია: 580

ხელვაჩაურში სასმელი წყლით 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, შარაშიძის 13 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი უკვე რამდენიმე დღეა სასმელი წყლით იწამლებიან.

მათივე თქმით, ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში ამ დროისთვის რამდენიმე პირია გადაყვანილი, ადგილობრივების ნაწილი კი სახლის პირობებში მკურნალობს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ქსელი დაზიანებული იყო, შეკეთების შემდეგ კი ონკანში ბინძური წყალი მოდის.

"კურიერის" ინფორმაციით, ნაწლავური ინტოქსიკაციით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 9 პაციენტია მოთავსებული, მათგან 2 არასრულწლოვანია.

კომპანია "ბათუმის წყალში" განმარტეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ აბონენტები არ ჰყავთ, მოსახლეობა გაურკვეველ ქსელზე თვითნებურად არის დაერთებული, შესაბამისად მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე