ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალს გახსნის

საქართველო, თბილისი - 15:14 | 15.07.2020
ნანახია: 1440

მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალს გახსნის.

18 ივლისს მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში, კამილ სენ-სანსისა და ვერდის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ფესტივალი, სახელწოდებით All of Greece, One Culture 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენები 70 სხვადასხვა კულტურულ სივრცეში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე