პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელება შეეძლება

საქართველო, თბილისი - 19:00 | 14.07.2020
ნანახია: 467

პარლამენტმა დიმიტრი ხუნდაძის წარდგენილი კანონპროექტები "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" დაამტკიცა.

ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული.

ინიცირებული კანონპროექტით ეს ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება.

კანონპროექტს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე