არ მჭირდება, გულზე გეკიდოს მედალი და ხელებზე სისხლი გეცხოს ჩვენი შვილების - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:56 | 14.07.2020
ნანახია: 569

„ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სპორტსმენი. მილიარდ-ნახევარია ინდოეთი, ხანდახან ბოლო ადგილზე გადის ოლიმპიადაზე, მაგრამ მარსზე გაგზავნეს თანამგზავრი და ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, უდიდესი სამყაროა დედამიწაზე, – განაცხადა ​„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, სპორტსმენმა უნდა ასახელოს ქვეყანა და დაიცვას სუსტი.

„ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სპორტსმენი, რომელსაც ეყვარება მოყვასი, დაიცავს სუსტს, ასახელებს ქვეყანას და არა მოპოვებული ჩემპიონატის ჯილდოს გამო მოგვიკლავს ბავშვებს, იძალადებს, საარჩევნო პროცესებში ჩაერევა, საარჩევნო ყუთს თავზე დაგვამხობს, პოლიტიკოსების ცემაზე გადავა, ერთმანეთის დატერორებაზე გადავა.

დაგვანეთებთ, ძმაო, თავი. მე მირჩევნია, ჩემპიონობას, შენ იყო ყანის მთოხვნელი, ხელებდაკოჟრილი, მოვალ და ხელებს დაგიკოცნი. არ მჭირდება, გულზე გეკიდოს მედალი და ხელებზე სისხლი გეცხოს ჩვენი შვილების“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე