გუდაურში 12 წლის მოზარდი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 11.01.2016
ნანახია: 1649

გუდაურში 12 წლის მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ, ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. უბედური შემთხვევა პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც სავარაუდოდ 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა, ბიჭი კი დაშავდა .

გოგონა თბილისში უკვე გადმოასვენეს. გამოძიება, სისხლის სამართლიოს კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე