მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ, რომელმაც სანაპიროზე ავტომობილი და გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:28 | 13.07.2020
ნანახია: 842

მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ქალის ავტომობილი და გამოსამშვიდობებელი წერილი ნახეს.

სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით 112-ში დაკარგულის მეგობარმა დარეკა.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე