45 წლამდე მამაკაცი ავტომობილით მესტიაში მდ. მულხურაში გადავარდა

საქართველო, თბილისი - 21:06 | 12.07.2020
ნანახია: 660

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში ბეჩოს მკვიდრ 45 წლამდე მამაკაცს ეძებენ. ის მდინარე მულხურაში "დელიკის" მარკის ავტომობილით გადავარდა.

გამგებლის ინფორმაციით, მდინარეში უკვე იპოვნეს აღნიშნული მანქანა, თუმცა მამაკაცი მანქანაში არ იმყოფება.

შემთხვევა მულახში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე