ზუგდიდში სპრცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 12.07.2020
ნანახია: 1023

ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სავარაუდოდ, გასროლაც მოხდა.

ტელეკომპანია "ფორმულას"ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილი, დადუ შენგელია დააკავეს, რომელიც ამ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს.

"ფორმულას" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი ავტომობილი უკვე გაჩხრიკეს და დალუქეს. ამ წუთებში კი, მის საცხოვრებელ ბინაში იწყება ჩხრეკა. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ბინაში არავინ იმყოფება, ხოლო ჩხრეკა ნათესავების თანდასწრებით მოხდება.

რა სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება სპეცოპერაცია, ან რისთვის არის დაკავებული აღნიშნული პირი, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე