საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 12.07.2020
ნანახია: 529

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 857-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე