კორონავირუსის პანდემიის გამო კალიფორნიის ციხეებიდან 8 ათასი პატიმარი გათავისუფლდება კორონავირუსის პანდემიის

საქართველო, თბილისი - 11:45 | 11.07.2020
ნანახია: 517

კორონავირუსის პანდემიის გამო კალიფორნიის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი (CDCR) აგვისტოს ბოლოს ციხეებიდან კიდევ 8 ათას პატიმარს გაათავისუფლებს.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მარტის დასაწყისიდან COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შტატის ციხეებში პატიმართა რაოდენობა 10 ათასით შემცირდა.

უწყების ინფორმაციით, კიდევ 8 ათასი მსჯავრდებული აგვისტოს ბოლოსთვის გათავისუფლდება.

აღნიშნულია, რომ გათავისუფლდებიან ის მსჯავრდებულები, რომელთა პატიმრობის ვადა ერთი წლის შემდეგ ან უფრო ადრე იწურება და ისინი, რომელთაც არ აქვთ მათი მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მაღალი რისკი. ამის გარდა, გათავისუფლება არ შეეხება მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ოჯახური ძალადობის, ძალადობრივი ან სექსუალური ხასიათის  დანაშაულებისთვის.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პარასკევს კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლი - 63 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე