ნეპალში მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 11.07.2020
ნანახია: 580

ნეპალის ცენტრალურ ნაწილში, განდაკის პროვინციაში მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა, 23 ადამიანი კი დაიკარგა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ხელსუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონის ოთხ პროვინციაში რამდენიმე მეწყერი გამოიწვია. მიწის ქვეშ აღმოჩნდა 40-მდე საცხოვრებელი სახლი, 400-ზე ნეტი ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა.

სამაშველო ოპერაციები გრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე