არ მიმაჩნია სწორად ერთი ადამიანის ამოჩემება, რადგან რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია - შოთა არველაძე
საქართველო, თბილისი - 23:41 | 10.07.2020 ნანახია: 931
არ მიმაჩნია სწორად ერთი ადამიანის ამოჩემება, რადგან რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია, - წერს წერს Facebook-ზე საფეხბურთო კლუბ "ფახთაქორის" მწვრთნელი, შოთა არველაძე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე.
„ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა.
ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის, რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.
საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი.
ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა, თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს“, - წერს არველაძე.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
- საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული - გიორგი გახარია
- არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას - გახარია
- გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს - დავით უსუფაშვილი
კონფლიქტები
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
- ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა
- ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა