განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 21:01 | 10.07.2020
ნანახია: 696

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ვერიკო იმერლიშვილი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს", - აცხადებენ უწყებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე