სამტრედიაში, მდინარე რიონში 72 წლის კაცს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 15:58 | 10.07.2020
ნანახია: 467

სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის კაცს ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირზე დაკარგული კაცის ტანსაცმელი იპოვეს.

დაკარგულის შვილის თქმით, მამა მდინარე რიონზე გუშინ წავიდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა.

სამაშველო ღონისძიებებში სამტრედიის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. ასევე, სამძებრო ღონისძიებებში იყენებენ, საფრენი აპარატს და წყლის სკანერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე