ნიკა გვარამია საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 17:20 | 10.07.2020
ნანახია: 740

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გვარამია Facebookის საკუთარ გვერდზე წერს.

„კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“, - წერს ნიკა გვარამია.

"ფორმულას" ინფორმაციით, ის უწყებაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვის ჩატარებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ რას უკავშირდება გვარამიას დაბარება გამოკითხვაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე