მსოფლიო კორონავირუსის გლობალური პანდემიის საწყის ეტაპზეა - ენტონი ფაუჩი

საქართველო, თბილისი - 20:30 | 09.07.2020
ნანახია: 1000

შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი იტალიურ გამოცემა Corriere Della Sera-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე იმყოფება.  

 „ჩვენ ვხედავთ დიდ აფეთქებებს ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და აზიაში, ამიტომ ჩვენ მხოლოდ გლობალური პანდემიის საწყის ეტაპზე ვართ“, - განაცხადა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა.

მან ვირუსის გავრცელების წიანააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლზე ისაუბრა. მისი თქმით,  ნაკლოვანებების მიუხედავად, ორგანიზაცია მსოფლიოს სჭირდება.

ამის ფარდა, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა სახელმწიფოს კოორდინირებული მოქმედება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ინფექციონისტმა კორონავირუსის თემის პოლიტიზირება არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ეს ვითარებას უფრო დააზიანებს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 მლნ-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 550 ათასზე მეტი ადამიანი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე