სლოვენიაში მელანია ტრამპის ხის სკულპტურა დაწვეს

საქართველო, თბილისი - 14:22 | 09.07.2020
ნანახია: 728

სლოვენიაში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ხის ქანდაკება დაწვეს. სკულპტურა მის მშობლიურ ქალაქ სევნიცასთან 2019 წელს დადგეს. ინფორმაციას Reuters-ი სკულპტურის იდეის ავტორ ბრედ დაუნიზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციამ დამწვარი ქანდაკება იმ ადგილიდან, სადაც ის იყო აღმართული, უკვე აიღო. ვანდალიზმის მიზეზი უცნობია.

მელანია ტრამპის ქანდაკებას ცისფერი კაბა ემოსა, რომლითაც პირველი ლედი ქმრის ინაუგურაციას ესწრებოდა. სკულპტურას ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა, რადგან მასსა და მელანიას შორის მსგავსებას ვერ პოულობდნენ, რის გამოც სოციალურ ქსელის მომხმარებლები ავტორს ხშირად აკრიტიკებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე