იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 07.07.2020
ნანახია: 491

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით ძლიერი წვიმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, 12 კი გაუჩინარდა.

კუნძულ კიუშუზე კუმამოტოს პრეფექტურაში დაიღუპა 51 ადამიანი, ერთი ადამიანი კი სტიქიას ფუკუოკას პრეფექტურაში ემსხვერპლა.

ამ რეგიონს სტიქია თავს შაბათს დაატყდა, კიუშუზე ელექტროენერგიის გარეშე 7 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. ადგილზე 10 ათასი მაშველი და სამხედრო მუშაობს. სტიქია ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, ძლეირ წვიმას კნძულის ჩრდილოეთ ნაწილშიც ელოდებიან. ზოგიერთ რაიონში დანგრეულია ხიდები და გზები, რაც კატასტროფის მასშტაბების დადგენას ართულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე