მესტიაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 20:57 | 06.07.2020
ნანახია: 425

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის მეორე ნახევარში ადგილზე გაძლიერდა ქარი, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და რელიეფი. შესაბამისად, ადგილზე მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება. სვანეთში მიემგზავრება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ადგილზე იმუშავებს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 - 10 ტონიანი ტყალმზიდი.

სულ პროცესში ჩაერთვება 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე