აბიტურიენტების ნაშრომებს გასწორებამდე კარანტინში მოათავსებენ

საქართველო, თბილისი - 20:06 | 06.07.2020
ნანახია: 417

აბიტურიენტების ნაშრომები გასწორებამდე კარანტინს გაივლის. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ.

მისი თქმით, ვიდრე აბიტურიენტთა მიერ შევსებულ პასუხებს ფურცლებს გაასწორებენ, ისინი რამდენიმედღიან კარანტინში მოთავსდება.

"ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება", - განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 25 ივლისამდე გასტანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე