კანიე უესტმა აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 05.07.2020
ნანახია: 1026

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა აშშ-ის პტეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა.

აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში იმართება.

 „ახლა ჩვენ გვმართებს ამერიკის იმედების რეალიზება, ღმერთის რწმენით, ჩვენი ხედვის გაერთიანება და მომავლის აშენება. მე კენჭს ვიყრი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, - წერს უესტი მიკრობლოგ Twitter-ზე.

თუ რომელი წლის არჩევნებში გადაწყვიტა მუსიკოსმა მონაწილეობა, უესტი ამის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა სოციალურ ქსლში გამოქვეყნებული სტატუსი შეიცავს ჰეშთეგს "#2020VISION".

უესტს მხარადჭერა გამოუცხადა უამრავმა ცნობილმა სახემ, მათ შორის კიმ კარადშიანმა და კომპანიების Tesla-სა და  SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე