ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 17:38 | 19.06.2020
ნანახია: 933

მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში კორონავირუსი ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც საავადმყოფოში ბავშვთან ერთად იმყოფება.

ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის ახლო კონტაქტების შესწავლასა და წყაროს დადგენას ცდილობენ.

არასრულწლოვანს, პირველადი ტესტით ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები აქვს და განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.

დედა-შვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთიდან არიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე